ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი: „საქართველოში კორონა ვირუსი 15 აპრილიდან აღარ იქნება, საერთოდ გაქრება…“

-„ასტროლოგიურად საქართველომ გაიარა ის პერიოდი, როდესაც მოსალოდნელი იყო ეპიდემია. ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას იმ დონეზე, რომ ისეთი ეპიდემია, როგორიც იტალიაშია, გამორიცხულია. სიტუაცია სწრაფად არა, მაგრამ ნელ-ნელა, დაახლოებით 15 აპრილამდე დალაგდება. რაც შეეხება იტალიას, ძალიან რთული პერიოდი ექნება 20 აპრილამდე.

ქვეყანაში გამოავლინდება ფაქტები, მაგრამ არც ისე ბევრი არ აღმოჩნდება. რამდენიმე კონტაქტი აღმოჩნდება კიდეც, თუმცა ეს ადამიანების კრიტიკული რაოდენობა არ იქნება. ხელისუფლება ოპერატიულად ჩაერია. პანიკა, რომ ახლა მოედება მთელ მარნეულს, შემდეგ ბოლნისს და ა.შ. ეს გამორიცხულია”, – განუცხადა „რეზონანსს” ასტროლოგმა დავით ბუტიკაშვილმა.

კომენტარები