ატლანტის ოკეანეში შტორმი „არტური“ წარმოიქმნა

ატლანტის ოკეანეში შტორმი „არტური“ წარმოიქმნა. ამ ინფორმაციას CNN-ი იავრცელებს. 

წელს ეს პირველი შტორმია, რომელსაც სახელი მიენიჭა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით:

„სტიქიის ეპიცენტრში ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 64.3 კილომეტრს აღწევს, შოტრმი საათში 14.4 კილომეტრის მანძილს ფარავს“.

სპეციალისტების პროგნოზით, ორშაბათს შტორმი ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროსთან გადაინაცვლებს. ამ ეტაპზე შტორმის გაძლიერება ნაკლებად სავარაუდოა.

ატლანტის ოკეანეს შტორმების სეზონი 2 კვირაში იწყება.

კომენტარები