აუდიტის სამსახური – თბილისის მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმის ფაქტები: 632 შემთხვევა… – თბილისის მერიის ავტომობილებში ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29 ათასი ლიტრი საწვავი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმის ფაქტები გამოავლინა.

ანგარიში 2017-2018 წლებს ეხება. თბილისის მერიასა და გამგეობებში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობა და გადაადგილება შესაძლოა არ უკავშირდებოდეს სამსახურებრივ საჭიროებებს და, მინიმუმ, 100.7 ათასი ლარის ღირებულების, 51.6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯული იყოს არასამსახურებრივი დანიშნულებით. 2017-2018 წლებში თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ შესყიდულია 3,111.1 ათასი ლარის ღირებულების 1,557.7 ათასი ლიტრი საწვავი.

სულ 2017-2018 წლებში გამოვლინდა 632 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29.0 ათასი ლიტრი საწვავი.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა ავტომობილების თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 678 დაუსაბუთებელი ფაქტი, რა დროსაც გახარჯულია 43.0 ათასი ლარის ღირებულების 22.6 ათასი ლიტრი საწვავი და შესაბამის დროის მონაკვეთში ავტომობილებში საწვავის ჩასხმის დრო არ ემთხვევა დასაქმებულთა სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის პერიოდს. მერიასა და გამგეობებში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები, რის შედეგადაც 2017 და 2018 წლებში სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ წლების მიხედვით 9 და 10-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობებს, კერძოდ , 2017 წელს მერიას საკუთრებაში გააჩნდა 237 სამორიგეო, ხოლო 2018 წელს − 280 ავტომობილი.

აღმასრულებელ ორგანოებში შემუშავებული წესით არ არის დაცული მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან მიმართებით დადგენილი რეკომენდაციები. შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკით განსაზღვრული ძირითადი მიზნის მიღწევას.

აღმასრულებელ ორგანოებში შემუშავებული წესით არ არის დაცული მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან მიმართებით დადგენილი რეკომენდაციები. შესაბამისად, ის ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკით განსაზღვრული ძირითადი მიზნის მიღწევას.

აუდიტის ანგარიშის სრული ვერსია

კომენტარები