აუქციონზე იყიდება მსოფლიოში ყველაზე ძვირი მონეტა

ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი მონეტა – ჩვენი წელთაღრიცხვის 732 წლით დათარიღებული ოქროს დინარი. მონეტა გაიყიდება აუქციონზე, რომელიც შედგება 24 ოქტომბერს, იუწყება აუქციონის Morton & Eden გვერდი. მონეტის საწყისი ფასია 1.5 მილიონი ფუნტი (1.88 მილიონი დოლარი).
მსოფლიოში ამჟამად სულ რამდენიმე ასეთი მონეტაა შემონახული, უმეტესობა ინახება კერძო კოლექციებში ან მუზეუმებში.
„ეს მონეტა შესანიშნავია. ის არა მარტო კარგადაა შენახული, არამედ გამოირჩევა საკვირველი იშვიათობით და არის მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი – ამბობს სტივენ ლოიდი – ისლამური მონეტების ექსპერტი. ოქრო, რომლისგანაც დინარი დამზადდა, მოპოვებულია მექასთან ახლოს მდებარე საბადოში, რომელიც დღესაც მოქმედებს.

წყარო: life.ru

კომენტარები