„აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა… პრივილეგიებით ისინი ვერ ისარგებლებენ“ -ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი, მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

-,,შარლ მიშლის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, აუცილებლად მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ხელს თუ არ მოუწერენ დოკუმენტს, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ისინი ვერ ისარგებლებენ, მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ამ დოკუმენტის აღსრულებას, არ იქნებიან მოწვეული სამუშაო ფორმატებში, ვიდრე ხელს არ მოაწერენ ამ დოკუმენტს, ეს შეიძლება იყოს საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ასე შემდეგ“.

კომენტარები