აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, დევნილი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ონლაინკურსი დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, დევნილი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ონლაინკურსი დაიწყო.

პროექტის მიზანი ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება, ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე, ბიზნესსა და ტურიზმის სფეროებში კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების აღზრდა.

კურსი სტუდენტს საშუალებას აძლევს, საერთო ევროპული ჩარჩოს „CEFR“-ის სტანდარტის მიხედვით შეისწავლოს, როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული ინგლისური ენის ზოგადი კურსი.

ონლაინკურსი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, კემბრიჯის განათლების სახლის ხელშეწყობითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უშუალო ჩართულობით, პროექტ „მშვიდობის ლაბორატორიის“ ფარგლებში ჩატარდება.

კომენტარები