“აფხაზეთის მთავრობას მივმართავ, ერთი მიზეზი დაასახელეთ, რატომ შეაჩერეთ მოჰაჯირებზე ფილმის დაფინანსება?”-ამირან სალუქვაძე:
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს-
“აფხაზეთის მთავრობას მივმართავ, ერთი მიზეზი დაასახელეთ, რატომ შეაჩერეთ მოჰაჯირებზე ფილმის დაფინანსება?
იმიტომ რომ ვიღაც ახმაურდა და თავი დაიზღვიეთ?
თუ ამ ფილმის გადაღება საჭიროდ ჩათვალეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ, ე.ი. სარგებელი უნდა მოეტანა ხომ?
ხმაურის შემდეგ გააჩერეთ იმის გამო, რომ პასუხისმგებლობის შეგეშინდათ, თუ პირველი გადაწყვეტილება იყო მცდარი?
თუ მცდარად თვლით, განაცხადეთ, გავიგებთ.
თუ ფილმის გადაღების მიზანშეწინილობა არსებობს, რომლის მეშვეობით აფხაზები და მათ შორის მოჰაჯირთა შთამომავლები სიმართლეს გაიგებენ, თუ ვისი ბრალეულობაა მათ დეპორტაციაში, მაშინ ვის ერიდებით?
იმათ ერიდებით, რომლებმაც 12 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს ფილმში “აგვისტოს 5 დღე”, ენდი გარსიას მონაწილეობით და 100 ათას ლარზე აღშფოთდნენ?
სხვათაშორის, ამ ფილმის საკასო შემოსავლებმა, 12 მლნ დოლარის საპირწონედ, დაიხარჯა, სულ რაღაც 365 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
ე.ი. 12 მლნ აშშ დოლარს ვამართლებთ პოლიტიკური საჭიროებით, ხომ ასეა, და არ ვსაუბრობთ, რომ ვიღაც ენდი გარსიასთან ერთად გამდიდრდა?!
კიდევ ერთი. წელს თავს რომ იგიჟებდნენ 7 აგვისტოს რატომ არ აღნიშნავთ ომის დაწყებასო, 12 მლნ დოლარი გადაიხადეს იმაში, რათა 5 დღე (8, 9, 10, 11, 12) დარჩენილიყო ისტორიაში და არა 6, როგორც ახლა სურთ წარმოაჩინონ.
ამ 12 მილიონიანი ფილმის გარდა, ბიუჯეტით, უტენდეროდ, უამრავი დოკუმენტური ფილმია გადაღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. არ უნდა გადაღებულიყო, თუ ამ ფილმებით ვინმე გამდიდრდა?
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს ტენდერები არ სჭირდება. თუ საჭიროება არსებობს, უნდა გააკეთოთ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოთ.”-წერს ამირან სალუქვაძე
მოამზადა ნათია ბერიძემ