აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები ქართულ უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან – მინისტრი

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა სტუდენტი, სურვილის შემთხვევაში ქართულ უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან. მათ სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებს. მინისტრის თქმით, დადგენილება მთავრობის სხდომაზე დღეს გაიტანეს.

“ყველა სტუდენტი, ვინც გამოთქვამს სურვილს, სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში გააგრძელოს, უფასოდ სწავლას შეძლებენ. თუ რომელში, ამაზე შემდეგ ეტაპზე ვისაუბრებთ”, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება გერმანიის მხრიდან 22 მილიონი ევროს გამოყოფაზე, რითაც თბილისში, გერმანული სტანდარტების, 1500 ახალგაზრდაზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის აშენება იგეგმება, სადაც საერთო საცხოვრებელიც იფუნქციონირებს.

კომენტარები