საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი – კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

აჭარაში – 189 ახალი შემთხვევა, თბილისში – 297 , იმერეთში – 150, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 3, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 9, კახეთში – 2 და სამცხე-ჯავახეთში – 1 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები