აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს

აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“, სრულად ევროპული აქციაა. მისი მიზანია, ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდობის მისდამი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ამასთან ერთად – დაუვიწყარი დღესასწაულის შექმნაც.

ამ აქციის დროს ბევრი კონცერტიც ეწყობა და იქმნება მარშრუტები, რომლებიც, რაც შეიძლება მეტი გამოფენის დათვალიერების  საშუალებას იძლევა.

პირველად აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“, ბერლინში 1997 წელს ჩატარდა. რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ყველაზე გრძელი ღამე მუზეუმში“. მას შემდეგ, გერმანიაში ეს აქცია წელიწადში ორჯერ ტარდება – იანვრისა და აგვისტოს ბოლო შაბათ დღეს.
პარიზში ამ აქციას ქვია „მუზეუმების საერთაშორისო დღე“, რომელიც 2001 წლიდან ტარდება.

რუსეთსი მსგავსი ღონისძიება 2002 კრასნოიარსკში გაიმართა. მოსკოვი კი აღნიშნული აქციით, სხვა ევროპულ ქვეყნებს, პირველად 2007 წელს შეუერთდა.

2016 წლის 27 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“, საქართველოშიც მოეწყო. აქციის ფარგლებში, ქვეყნის თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ გაუმასპინძლდა.
აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“, ჩვენ ქვეყანაში, მიმდინარე წლის 18 მაისს თითქმის ყველა მუზეუმში ჩატარდა. ღონისძიება საღამოს 21:00-დან ღამის 01:00-მდე მიმდინარეობდა.

18 მაისი, მუზეუმების საერთაშორისო დღე, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმი, მთელი კვირის განმავლობაში სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს.

კომენტარები