აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და კარვები გაშალეს

მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.  კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეები დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

 ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს გაიმართება. 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

კომენტარები