„აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც მოკრძალებულად მოგვიწევს“-ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:

-„ინფექცია მატულობს, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ჯერ არ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა, ასევე, ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას,  ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაქსიმალურად და რაც შეიძლება ხანგრძლივად იყოს შენარჩუნებული.

ვიმედოვნებ, ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ გლობალური ჩაკეტვები არ დაგვჭირდეს. აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა წელსაც მოკრძალებულად მოგვიწევს“.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 2 მაისს აღინიშნება.

საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა.

კომენტარები