აღმოაჩინა თუ არა ჰიტლერმა ანტარქტიდაში საიდუმლო კარიბჭე?

ბექა კვიციანის დოკუმენტური მოთხრობა „ანანერბეს საიდუმლოებანი.“

თავი – 3

 ,,ანანერბეს,, ერთერთი დეპარტამენტი გაცხარებით იკვლევდა „ცარიელი მიწის“ თეორიას.  ცნობები ამის შესახებ გვხვდება როგორც ძველვიკინგურ საგებში, აგრეთვე ძველგერმანულ მითოლოგიაში.  არიელ მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მაღალგანვითარებული რასა მიწის ქვეშ ცხოვრობდა, სადაც არსებობდა ტბები და მდინაარები, მიწები და რაც მთავარია მეორე მზე !

გერმანელები ოდნავ შორს წავიდნენ და დაადგინეს, რომ ამ მიწისქვეშა სივრცეში ცენტრალური შესასვლელი სამხრეთ პოლუსზე მდებარეობდა, დედოფალ მოდის მიწაზე!

გერმანელებს ხელთ ჩაუვარდათ ცნობილი თურქი ადმირალის პირე რეისის რუქა, რომლის მიხედვით ანტარქტიდა არ იყო ყინულოვანი კონტინენტი. არადა თურქი სამხედრო მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა და მის მოგონებას თუ დავეყრდნობით, რუქა გაცილებით ადრე იქნა შედგენილი. აქედან გამომდინარე, ,,ანანერბეს,, მონდომება გაასკეცდა. გასული საუკუნის 30 იან წლებში უკვე არსებობდა რადიოლოგიური ანალიზის გამოცდილება და რაიხის მეცნიერებმა თამამად აღიარეს, რომ ექსპონატი-რუქა ორიგინალი გამოდგა. ომის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო დეპარტამენტი ორიგინალობაში დაემოწმება გერმანელ კოლეგებს.

1938 წელს გერმანიის საკონსულომ აშშ-ში ოფიციალური მოსაწვევი გადასცა ამერიკელ კონტრადმირალს რიჩარდ ბიორდს. წერილში ეწერა, რომ გერმანული ექსპედიცია სახელმწიფო დაფინანსებით მოხარული იქნებოდა თუ კონტრარდმირალს საკუთარ რიგებში იხილავდა და როგორც კონსულტანტი გაემგზავრებოდა ანტარქტიდის ყინულოვან მატერიკზე მომავალ წელს.  იმ პერიოდისთვის ნაცისტებს სახელი შებღალული ქონდათ და ამიტომაც ამერიკელმა სამხედრომ უარი შეუთვალა ოფიციალურ ბერლინს.

,,ანანერბემ,, გეზი ჰამბურგიდან სახმრეთ მატერიკისკენ 1938 წლის 17 დეკემბერს აიღო. სამეცნიერო გემი ,,ახალი შვაბია,,-ს ბორტზე აგრეთვე მოთავსებული იყო სამხედრო თვითმფრინავი დორნიე 16.  ორი თვის შემდეგ 1939 წლის თებერვალში, გერმანელების თვალწინ უკიდეგანო თეთრი მატერიკი გამოჩნდა.  დორნიეს წყალობით ციდან  დედოფალ მოდის მიწაზე სვასტიკიანი ფლაგშტოკები ჩამოყარეს და მიწა მესამე რაიხის საკუთრებად გამოცხადდა სახელით – ახალი შვაბია!

ექსპედიციის პირველი ეტაპი დასრულებულ იქნა. საქმეში ჩართეს გროსადმირალ კარლ დენიცის წყალქვეშა ფლოტი. 1939 წლის სექტემბრიდან ჩამოყალიბდა ე.წ ზონდერბრიგადა A ფლოტილია, რომელიც კურსირებდა მესამე რაიხს და ახალ შვაბიას შორის. სპეციალური ბრძანებით დენიცმა მიმართა წყალქვეშა ნავების კაპიტანებს, რათა არ გაეხსნათ ცეცხლი იმ სავარაუდო მტრის მიმართ, რომელიც მათ ანტარქტიდაში შეხვდებოდათ. აღნიშნული ბრძანება 1945 წლის მაისში, გროს ადმირალის სატახტო ქალაქ ფლენსბურგში იქნა აღმოჩენილი! ხმები დადის, რომ წყალქვეშა ნავები კონვოირებას უკეთებდნენ გემებს, რომლებსაც გერმანიიდან ანტარქტიდაში გადაქონდათ ქარხნები და ფაბრიკები. ყველაზე მთავარი – ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მესამე რაიხის ასზე მეტი ცნობილი მეცნიერი უგზოუკვლოდ დაიკარგა ჯერ კიდევ 1942 წელს.  არსებობს ვერსია, რომლის მიხედვით ნაცისტებმა ახალ შვაბიაში დაარსეს ქალაქი ახალი ბერლინი და ამასთანავე სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ააგეს სამხედრო ბაზა კოდური სახელწოდებით 211. ამავე ვერსიის მიხედვით, ჰიტლერს სურდა სამხრეთში უპირატესობის მოპოვება და გადაზიდვებისთვის ბრწყინვალე და დაცული მონაკვეთის შექმნა.

1943 წელს კილში კურსანტების გამოსაშვები საღამო პომპეზურად ჩატარდა. ხუმრობა ხომ არ იყო, თავად კარლ დენიცს უნდა გადაეცა სამხრეები და სხვა საზღვაო რელიქვია ახლადგამომცხვარი წყაქვეშა კაპიტნებისთვის.  ერთი შეხედვით საღამო ტრადიციულად მიმდინარეობდა და მოულოდნელად დამსწრეთათვის ზღვის მგელმა დენიცმა სიტყვა ასე დაამთავრა: –  მესამე რაიხის წყალქვეშა ფლოტს შეუძლია ამაყი იყოს. ჩვენ ქვეყნის დასალიერში აღმოვაჩინეთ ნამდვილი სამოთხე  და ავაგეთ ფიურერისთვის აუღებელი ციხე-სიმაგრე ! არ არსებობს სამყაროში ძალა, რომელიც მას დაანგრევს!

 

დღეს რთულია ამოვხსნათ სამხედრო პირის ეს სიტყვები. მეტიც, არ დაგვავიწყდეს, რომ ჰიტლერმა თვითმკვლელობამდე რატომღაც რაიხსპრეზიდენტის პოსტი სწორად დენიცს უწყალობა და მას დაევალა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.  სხვათაშორის, ჰიტლერი აქცენტს არასოდეს აკეთებდა საზღვაო ფლოტზე, რაც დასტურდება რაიხსბიუჯეტის განკარგული თანხებით.

არსებობს მეორე ვერსია, თუ რატომ ქონდა გერმანიას გაცხოველებული ინტერესი ანტარქტიდის მიმართ.  ,,ორგანიზაცია ვრილი,, რომლის ხელმძღვანელი ჩვენთვის ნაცნობი ხორვატი მარია ორშიჩი იყო, დედოფალ მოდის მიწაზე ეძებდა წმინდა გრაალს.  გერმანიის საზღვაო სამინისტროს დოკუმენტებით დასტურდება, რომ ზონდერბრიგადა  A ერთერთი ფლაგმანი U 530,  ემსახურებოდა სწორედ ,,ვრილის,, ინტერესებს.

დადის ჭორი, რომ ბაზა 211-ზე  მზადდებოდა გერმანული ახალი საფრენი აპარატები, რომელთაც დისკოს ფორმა გააჩნდათ. იმ პერიოდში ისევ და ისევ მარია ორშიჩის წყალობით არსებობდა წარმოდგენა მფრინავ დისკოზე, მაგრამ არ არსებობდა ძრავი აპარატისთვის. სიჩუმე კი ავსტრიელმა მეცნიერმა ვიქტორ შაუბერგერმა დაარღვია, რომელმაც თავისუფალ ენერგიაზე მომუშავე ძრავი ააწყო. მისი ნახვა მკითხველს დღესაც კი შეუძლია შაუბერგერების მამულში, ავსტრიაში !

1951 წელს ამერიკელები მეცნიერს ესტუმრნენ და მილიონდოლარიანი ჩეკი გაუწოდეს ძრავის ნახაზების სანაცვლოდ ! მხცოვანმა ავსტრიელმა ალმაცერად დახედა ასტრონომიულ ციფრს და მშვიდად მიუგო სტუმრებს: – თქვენ რომ მოგყიდოთ გამოგონება, დედამიწას დაანგრევთ. ჭირვეულს ნუ დამიძახებთ. ჰიტლერმაც კი დამიჯერა ! ასე ჩაიშალა გარიგება.

ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ამერიკელი მოსამართლის ლოურენსის თავმჯდომარეობით, მესამე რაიხის უკანასკნელ რაიხსპრეზიდენტს და კრიგსმარინთა მბრძანებელს კარლ დენიცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და განსჯილი დასავლეთ ბერლინის შპანდაუს ციხეში გადაიყვანეს.  კომუნისტებს ორგანულად ვერ იტანდა გერმანელი, მაგრამ მოკავშირეებთან სიტყვაც არ დასდენია. აინტერესებდათ თუ რა იგულისხმა სიტყვა სამოთხეში, რომელიც ანტარქტიდაზე მდებარეობდა. როგორც კი თავისუფლების ჰაერის ფასი გაიგო, დენიცმა მემუარების წერა დაიწყო, თუმცა ოსტატურად აურა გვერდი ანტარქტიდის საკითხს.  აქვე ერთი ფაქტიც – ფლოტილია ზონდერბრიგადა A-ს წყალქვეშა ნავებიდან, ყველა დაკარგულად ითვლება და არა დაღუპულად.

დაკარგულ წყალქვეშა ნავებზე ამბობენ, რომ მათ დედოფალ მოდის აკვატორიაში საიდუმლო შესასვლელი იპოვეს.

 

ომის შემდეგ როგორც სსრკ საზღვაო ფლოტი, ასევე მოკავშირეებიც, გაცხარებით ეძებდნენ გერმანულ ბაზას და ახალ ბერლინს, თუმცა აბსოლუტურად ყველა ექსპედიცია სრული ფიასკოთი დასრულდა.  1947 წელს ადმირალ რიჩარდ ბიორდის განკარგულებაში მყოფ ფლოტზე, იერიში მიიტანეს დისკოსმაგვარმა მფრინავმა აპარატებმა. სენატის კომიასიას ამერიკელმა სამხედრომ განუცხადა: – ჩვენ წავაწყდით ხილულ ძალას, რომელსაც ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსის დაფარვა წუთებში შეუძლია…

და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ, ანტარქტიდაში მისის სიღრმეში, ბურღვითი სამუშაოების შემდეგ მდინარეები და ტბები აღმოაჩინეს, სადაც ტემპერატურა +18 გრადუსი გამოდგა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

 

     შემდეგ სტატიაში წაიკითხავთ – რას ეძებდა სამთო დივიზია ,,ედელვაისი,, კავკასიაში და საქართველოში!

ბექა კვიციანის დოკუმენტური მოთხრობის „ანანერბეს საიდუმლოებანი“ წინა თავის წასაკითხად ეწვიეთ ბმულს:

 თავი – 1

https://tvalsazrisi.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%96%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3/?fbclid=IwAR2VlktJ30NYeh1XYLHOrXlknyrBWX9s9i2SGi9kegpJoyyi94_i_UrkX2U

თავი -2

https://tvalsazrisi.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90-%e1%83%b0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9a/?fbclid=IwAR35c0aFi4BkXegMakolrN1cafX2NsFhboeNykEz-0kfDSpY2fie8-LtDGo

კომენტარები