„აღნიშნული საკითხი სინოდმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უნდა განიხილოს, შემდეგ შეიძლება საკითხზე კომენტარი გაკეთდეს“.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა:

„საკითხი სინოდმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა განიხილოს, შემდეგ შეიძლება, საკითხზე კომენტარი გაკეთდეს.

არ იყო სასიამოვნო განცხადება მეუფე იაკობის მხრიდან, მაგრამ თუ მას აქვს რაიმე ტიპის კითხვები, ეს ალბათ სინოდისა და პატრიარქის გადასაწყვეტი საკითხია და არ მგონია, საქართველოს პარლამენტი იყოს ის ინსტიტუცია, სადაც ასეთი ტიპის კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი.

ჯერ საეკლესიო კანონით უნდა მოხდეს საკითხზე მსჯელობა.

როგორც პარლამენტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ სამართალდამცველ ორგანოსთან დაკავშირებით მექნება იგივე პასუხი. აღნიშნული საკითხი სინოდმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უნდა განიხილოს, შემდეგ შეიძლება საკითხზე კომენტარი გაკეთდეს“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა:

„მეუფე იაკობს თუ სურვილი ექნება, გვინდა, მოვიწვიოთ პარლამენტში. საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლის, რათა ნათელი მოეფინოს „ბურუსით მოცულ ისტორიას“.

კომენტარები