აშშ აგრძელებს მოღალატეობრივ პოლიტიკას და ეხლა უკვე საფრანგეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

მაშინ როდესაც ჩვენ ნატოში ინტეგრაციის მოლოდინში ვაღამებთ და ვათენებთ, ალიანსის წამყვან სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები იძაბება, საფრანგეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება ახლ სამხედრო ალიანს, რომლის შექმნასაც საფუძველი აშშ_მ დაუდო.
ახალ ალიანსში AUKUS – ში შედის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ამერიკის შეერთებული შტატები, ახალი სამხედრო ბლოკის მიზანი, ჩინეთისგან მომავალი სამხედრო საფრთხის პრევენცია გახლავთ.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საფრანგეთმა ამერიკიდან, ავსტრალიიდან და ბრიტანეთიდან ელჩები გამოიძახა.

შტატებმა-მ წყნარ ოკეანეში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის მზარდი სამხედრო ამბიციების წინააღმდეგ მასშტაბური და მრავლის მომცველი ქმედებები დაიწყო.

ახალი სამხედრო ალიანსის ფარგლებში აშშ ავსტრალიას დაეხმარება შექმნას ბირთვული წყალქვეშა გემების ფლოტი, რომელიც ავსტრალიას ამ ეტაპზე არ გააჩნია, მეტიც ავსტრალიამ დატოვა 2016 წელს საფრანგეთთან გაფორმებული 90 მილიარდიანი სამხედრო კონტრაქტი,
სწორედ ეს ამ კონტრაქტის შეწყვეტა აღმოჩნდა საფრანგეთის მხრიდან აღქმული როგოც ზურგში დანის ჩარტყმა.

კონტრაქტი ითვალისწინებდა ფრანგული ტექნოლოგიებით ავსტრალიისათვის 12 უახლესი თაობის წყალქვეშა გემის მშენებლობას მომდევნო ეტაპი კი ავსტრალიური წყალქვეშა ფლოტის გადაიარაღება გახლდათ. საბოლოოდ კი ახალი თაობის ფრანგულ წყალქვეშა გემებს უნდა ჩაენაცვლებინა, ავსტრალიის საზღვაო ძალებში ამ დროისათვის არსებული 6 Collins კლასის მოძველებული დიზელის-ელექტრო ძრავიანი წყალქვეშა გემები.

ამავდროულად სამი ქვეყანა დათანხმდა ინფორმაციის გაცვლას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერ და წყალქვეშა თავდაცვის შესაძლებლობები.

დღეს ავსტრალია ბრიტანეთის შემდეგ გახდა სახელმწიფო რომელსაც აშშ_მ გაუზიარა ბირთვული ძრავის ტექნოლოგია.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები