აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას გაუნაწილებს – ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე ქვეყანას ვაქცინებს საჩუქრად გადასცემს. იმ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოცაა.

„კოვიდ-19″-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციისთვის განკუთვნილ 25 მილიონ დოზას ივნისის ბოლოს გაანაწილებს. მათგან 6 მილიონი დოზა რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორ მიმღებ ქვეყნებზეა გათვლილი, მათ შორისაა საქართველო, კანადა, უკრაინა და სხვა სახელმწიფოები.

რომელი მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს საქართველო და რა რაოდენობით, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები