აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს პუტინის მოსამსახურე უწოდა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მოსამსახურე უწოდა,ფიქრობს, რომ რუსეთს დონალდ ტრამპზე კომპრომატი აქვს.
-„არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვთ რუსებს ტრამპზე, პირადი, პოლიტიკური თუ ფინანსური. სხვა განმარტება, – რატომ არის აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის ასეთი მოსამსახურე, არ არსებობს. დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, გაუწონასწორებელი და საშიში პრეზიდენტია. სერიოზული რამე ჩაიდინა, რაც სამართლებრივ დევნას საჭიროებს“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
მანამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, -აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შეტევის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონსტიტუციაში 25-ე შესწორების გამოყენებით გადაყენებისკენ მოუწოდებს.