აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან:

-„ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ყველა მხარე უნდა ჩაერთოს დიალოგში.  დემოკრატიულ პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს.

იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე  იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს, ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის”, – აცხადებენ კონგრესმენები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბოლო რამდენიმე დღეა, ნიკა მელია  პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება. სოლიდარობის ნიშნად, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერებიც იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაკავებას არ დაუშვებენ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 

კომენტარები