აშშ-ის კონგრესი ამ კვირაში კენჭს უყრის რეზოლუციას იმპიჩმენტის შესახებ

 

მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა შედგეს 31 ოქტომბერს. ხმის მიცემის სამზადისძე განცხადება გააკეთა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა. ივარაუდება, რომ მიღებული რეზოლუცია აღწერს საჯარო მოსმენის წესს და შესაძლებელს გახდის, გასაჯაროვდეს მოწმეთა დაკითხვის სტენოგრამები.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ კენჭისყრა რესპუბლიკელებს კიდევ უფრო მეტ ბერკეტს შესძენს მოსმენის მსვლელობაზე ზემოქმედებისთვის.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გამოცხადდა ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ. ამას საფუძვლად დაედო ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი.

წყარო: newvz.ru

კომენტარები