„აშშ-ის პრეზიდენტმა დამარწმუნა, უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არასდროს დარჩება“-ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

-„აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არასდროს დარჩება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გაკეთებული სპეციალური მიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ღნიშნა:

-„ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატებში რთულია, თუმცა ძალიან აუცილებელი მოლაპარაკებების გაგრძელების საწინდარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენს არმიას შეუძლია, წინააღმდეგობა ნებისმიერს გაუწიოს. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს დიპლომატიური გზით ვითარების დასარეგულირებლად, რაც უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისთვის აირჩია. ამ გზაზე გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების სრული და უცვლელი მხარდაჭერა, – ევროპისა და აშშ-ის. ამის ერთ-ერთი დადასტურებააშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი. დეტალურად განვიხილეთ დონბასში შექმნილი სიტუაცია. ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში ჯო ბაიდენის სამომავლო ვიზიტზეც.

კომენტარები