აშშ-ის პრეზიდენტს, Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს Dakota Access-ის ნავთობსადენის დახურვას სთხოვენ.
წერილი ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის სახელზეა დაწერილი: – „სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, – ნავთობსადენი უკანონოდ ფუნქციონირებს, ეს თქვენს ადმინისტრაციას პროექტის სამუდამოდ დახურვის უფლებამოსილებას აძლევს. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დახუროთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნებადართული დამღუპველი პროექტი“.
ხელს ხელოვნების 200-მდე მოღვაწე და ეკოაქტივისტი აწერს. მათ შორის არიან ლეონარდო დი კაპრიო, რობერტ დაუნი-უმცროსი, ჯეინ ფონდა, კრის ევანსი, სკარლეტ იოჰანსონი,ხოაკინ ფენიქსი.
Dakota Access-ის ნავთობსადენის მშებებლობა აშშ-ში მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სტენდინგ-როკის ინდიელთა რეზერვაციაში გამართულ მსვლელობებში მონაწილეობა 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.