აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ლავროვს საქართველოსადმი რუსეთის აგრესიაზეც ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს საკითხზეც.

ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ლავროვმა განიხილეს „ახალი დასაწყისის“ გაფართოება და შეიარაღების ახალი კონტროლის აუცილებლობა, რომელიც  რუსეთის ბირთვულ იარაღს სრულად და ჩინეთის მზარდ საფრთხეს ეხება.

ბლინკენმა განაცხადა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ, -დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-სა ან მის მოკავშირეებს. ეს მოიცავს პოლ უელანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლებას,  მათ შეძლონ, აშშ-ში, თავიანთ ოჯახებში დაბრუნება.

სახელმწიფო მდივანმა მდივანმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე 2020 წელს, შეერთებული შტატების არჩევნებში, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და SolarWinds– ის ინციდენტზე.

კომენტარები