აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ენტონი ბლინკენმა 2008 წლის ომი გაიხსენა, განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვია.

-„უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის შემთხვევაში რუსეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, რაზეც შეერთებული შტატებისა და ნატოს პოზიცია ერთიანია. რუსული მხარე თავის საჯარო განცხადებებში ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრობს, მაგრამ მოდით, ყველაფერი განვმარტოთ: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ შეუყვანია ჯარები მოლდოვაში მისი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ. ეს და სხვა ქმედებები ბოლო წლებში რუსეთმა ჩაიდინა“.

კომენტარები