აშშ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი რუსეთში ჩავიდა. მას შეხვედრები აქვს ოფიციალურ პირებთან

ვიქტორია ნულანდმა მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ დიალოგი იქნება.

აშშ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი რუსეთში ჩავიდა. მას შეხვედრები აქვს ოფიციალურ პირებთან. მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლება დათანხმდა ნულანდის ვიზიტზე აშშ -ის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ რამოდენიმე რუსი ჩინოვნიკის მიმართ, რადგან ამერიკელი პოლიტიკოსი აღმოჩნდა რუსეთის საპასუხო სანქციების სიაში. სახელმწიფო დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები განიხილავენ ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს.

ვიქტორია ნულანდი ითვლება აშშ -ს მთავრობის ერთ -ერთ მთავარ სპეციალისტად რუსეთსა და ყოფილი სსრკ -ს ქვეყნებში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები