აშშ-ის უახლესი ტურბორეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი გამოცდის დროს დაიმსხვრა

აშშ-ის ახალი მრავალჯერადი „უპილოტო“, აღჭურვილი X-61A Gremlin ტურბორეაქტიული ძრავით, წარმატებით გაუშვეს სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავიდან, მაგრამ თითქმის 1,5 საათიანი ფრენის შემდეგ დაიმსხვრა. ამის შესახებ ნათქვამია შემქმნელი-კომპანიის Dynetics-ის საიტზე.
კომპანიამ გაავრცელა პირველი გაშვების ვიდეო და აღნიშნა, რომ ფრენა წარმატებით განხორციელდა, გრძელდებოდა 1 საათი და 41 წუთი, წარმატებით გაიხსნა ფრთები და ამუშავდა ძრავა. გამოცდის ბოლოს, ძრავის გამორთვის შემდეგ, უნდა გახსნილიყო სამუხრუჭე პარაშუტი, რომლის საშუალებითაც „უპილოტო“ უნდა დაეშვას მიწაზე, წერს iz.ru. თუმცა აპარატი დაშვებისას დაიკარგა იმის გამო, რომ მანქანის ძირითადი პარაშუტი არ გაიხსნა. ამასთან, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შემთხვევა ხელს ვერ შეუშლის აპარატის შემდგომ გამოცდებს, რადგანაც კიდევ ოთხი მზა ნიმუში აქვთ.

ამ ტიპის საფრენი აპარატები დამზადდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიულ კვლევათა პროექტების სამმართველოს დაკვეთით. მათ გაუშვებენ თვითმფრინავიდან, დავალების შესრულების შემდეგ უკანვე დაბრუნდებიან.

წყარო: izvestia.ru

კომენტარები