აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, გამოაქვეყნოს უკრაინის საკითხებზე ჯულიანთან ტოპ-დიპოლმატების საუბრები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საუბრის ჩანაწერი დონალდ ტრამპის პირად ადვოკატთან რუდი ჯულიანთან. ამის შესახებ იუწყება CNN. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფედერალურმა სასამართლომ, სადაც საჩივარი შეიტანა სადამკვირვებლო  American Oversight. საჩივარში არის მოთხოვნა, რომ გასაჯაროვდეს ამერიკის დიპლომატების და  ჯულიანის მიმოწერა, რომლებიც სავარაუდოდ ეხება უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას. მოთხოვნილია, აგრეთვე, გასაჯაროვდეს უკრაინაში აშშ-ის ელჩის მარი იოვანოვიჩის გაწვევასთან დაკავშირებული ჩანაწერი.

წყარო: censor.net.ua

კომენტარები