აშშ-მა იაპონიაში კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-იდან საკუთარი მოქალაქეებს ევაკუაციის პროცესი დაიწყო
აშშ-მა იაპონიაში კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-იდან საკუთარი მოქალაქეებს ევაკუაციის პროცესი დაიწყო.
ამის შესახებ BBC წერს.
ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. მათ იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანენ. ჯანმრთელი მგზავრები კი ჩარტერული რეისებით აშშ-ში დაბურნდებიან, სადაც მათ 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ.
Diamond Princess-ი იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან არის გაჩერებული, მას შემდეგ, რაც ლაინერის ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
ბორტზე მყოფი 3 700 ადამიანიდან ვირუსი 285-ს დაუდგინდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში დაევროპაში. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.