აშშ პირობას დებს, – იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრისას განაცხადა:

-„აშშ პირობას დებს, –  იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს“.

ორი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ „წინააღმდეგობას გაუწევენ ჩინეთის მცდელობას ძალისმიერ გზით შეცვალოს სტატუს-კვო“.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პირადად მიიღო.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, „აშშ მტკიცედ ასრულებს ვალდებულებას,  დაიცვას იაპონია ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის არის ბირთვული პოტენციალი“. ეს ეხება „ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, რაც ძირს გამოუთხრის კუნძულ სენკაკუზე იაპონიის კონტროლს“. აღნიშნული დაუსახლებელი კუნძულები ამჟამად იაპონიის მმართველობის ქვეშ არის, თუმცა ჩინეთში არქიპელაგს მათ ტერიტორიად მიიჩნევენ. ბოლო პერიოდში ამ კუნძულებთან ჩინური ხომალდები სულ უფრო ხშირად გადაადგილდებიან.

აშშ-ისა და იაპონიის ლიდერების განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან ჩინეთის მხრიდან რეგიონის ქვეყნების დაშინებას.

კომენტარები