აშშ პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს.

ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან უკვე გასცა განკარგულება, პოლონეთის მოქალაქეები ამერიკასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. პოლონეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აშშ-ს ტერიტორიაზე 90 დღე დარჩნენ.

კომენტარები