აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ვარდისფერი აიწოდა-დაიწონა საქანელები დადგეს

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ვარდისფერი აიწოდა-დაიწონა საქანელები დადგეს, რათა დაანახონ ორივე ქვეყანას ერთობის კონცეფცია, წერს გამოცემა The Guardian-ი.

საქანელების ავტორი კალიფორნიის, ვირჯინიისა და სან-ხოსეს უნივერსიტეტების პროფესორი რონალდ რაელია. კონცეფცია მან ჯერ კიდევ 10 წლის წინ მოიფიქრა.

რაელის Instagram-აკაუნტზე  გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ ერთობიან საზღვარზე დამაგრებულ აიწონა-დაიწონაზე პატარები და უფროსები.

აშშ-სა და მექსიკას შორის საზღვრის საკითხი ერთ-ერთი მწვავე თემაა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული კედელი ქვეყნებს შორის ჯერ არ აგებულა.

26 ივლისს ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ნება დართო ვაშინგტონის ადმინისტრაციას, გამოიყენოს კონგრესის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრებიდან 2,5 მლრდ დოლარი კედლის ასაშენებლად.

კომენტარები