აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გუშინ მოძრაობა თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა

მთავარი განსახილველი საკითხი ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობის შემცირება იყო.

მოლაპარაკებები გაიმართა კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც თალიბებს პოლიტიკური წარმომადგენლობა აქვთ.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ასევე შეხვდა კატარის ემირს.

თავად ავღანეთში აღნიშნავენ, რომ თალიბანის თავდასხმები მკვეთრად გააქტიურდა და თეთრ სახლს ჯარების გაყვანის გადადება სთხოვენ.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები