აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მოატყუა მთელი მსოფლიო, როცა თქვა, რომ ნატო არ გეგმავს გაფართოებას – სენატორი ჯაბაროვი

ჟენევაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეები დახურულ კარს მიღმა 7,5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ. რუსულმა მხარემ წამოაყენა რამდენიმე წინადადება, მათ შორის ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვაზე.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს არასოდეს
მიუცია რუსეთისთვის პირობა, რომ ის აღმოსავლეთით არასდროს გაფართოვდებოდა.

თუმცა, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა, აშშ-ის წარმომადგენლის სიტყვებს საზოგადოებრივი საინფორმაციო სამსახურის ეთერში სიცრუე უწოდა.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მოატყუა მთელი მსოფლიო, როცა თქვა, რომ ნატო არ გეგმავს გაფართოებას, რომ ასე არ იყო, საბჭოთა კავშირს არანაირი დაპირება არ მიუცია. მაგრამ არსებობს ჩანაწერი ბეიკერის საუბრის შესახებ ჩვენს ხელმძღვანელობასთან და არის მრავალი სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ნატო დაჰპირდა, რომ ისინი არც კი დატოვებენ დასავლეთ გერმანიის ტერიტორიას გერმანიის გაერთიანების შემდეგ. გარდა ამისა, არ იყო საუბარი ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ზოგიერთ ქვეყანაზე, რომლებიც ახლა აქტიურად მუშაობენ ნატოსთან და, სხვათა შორის, ნატოს ყველაზე რუსოფობიურ ნაწილს წარმოადგენენ“, – განაცხადა სენატორმა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები