აშშ-ს ქალთა ნაკრებმა უკვე მიიღო მილოცვა დონალდ ტრამპისგან, მაგრამ  გუნდი ამ მილოცვას არ მიიღებს

აშშ-ს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 2:0 დაამარცხა ჰოლანდია და მეოთხედ (რეკორდი) გახდა მუნდიალის ტრიუმფატორი.  ნაკრებმა უკვე მიიღო მილოცვა ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, მაგრამ  გუნდი ამ მილოცვას არ მიიღებს და არ მივა თეთრ სახლში მიღებაზე.

ყველაფერი უკავშირდება ვერბალურ და იდეურ დაპირისპირებას ტრამპსა და ნაკრების კაპიტან მეგან რეპინოუს შორის, რომელიც ლგბტ თემის ადვოკატი და აქტივისტია. არ არის დასამალი, რომ ტრამპი სკეპტიკურადაა განწყობილი ქალთა ფეხბურთის მიმართ და ტურნირის მსვლელობის დროსაც ნაკრებზე დამცინავ კომენტარებს აკეთებდა, მაგალითად, ასეთს – “მიდით ბიჭებო!”

ცხადია, რეპინოუმ ტრამპს პასუხი გასცა და არა მარტო მან. CNN-ის სათაურიც ნიშანდობლივია – “ქალთა ნაკრების გამარჯვებამ ტრამპი კუთხეში დააყენა”. “ფოქს ნიუსის” კორესპონდენტი კი გაცილებით შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტს ლიონიდან (სადაც ფინალი გაიმართა) ჩართვისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში თიბისი ბანკი წარმატებით იყენებს საბაზრო შესაძლებლობებს და იმსახურებს ქართველი ხალხის და ბიზნესსაზოგადოების ნდობას. მეტიც, თიბისი ბანკი განიხილავს უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გაფართოებას, როგორც რეგიონალური სტრატეგიის უმთავრეს ნაწილს და შესაძლებლობას, გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა“, – განაცხადა ჟურნალ EMEA Finance-ის გენერალურმა დირექტორმა და გამომცემელმა, კრისტოფერ მორმა.

EMEA Finance 2008 წლიდან გამოდის და ორიენტირებულია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე. ჟურნალი წამყვანი საინფორმაციო გამოცემაა ფინანსური მომსახურებისა და კორპორაციული სექტორის აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.

 

კომენტარები