აშშ შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს აღარ გაგზავნის – გააუქმებს სამხედრო გემების განთავსებას

ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს აღარ გაგზავნის. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

გასულ კვირას თურქეთმა განაცხადა, ვაშინგტონი შავ ზღვაში ორ სამხედრო გემს გზავნის. აღნიშნულს  რუსეთმა არამეგობრული პროვოკაცია უწოდა.

მოგვიანებით თურქეთის სახელმწიფო სააგენტოს Anadolu– მ გაავრცელა ინფორმაცია, ანკარაში ახალი შეტყობინებები არ იქნა გადაცემული შესაძლო განლაგების მიზნით.

მოგვიანებით, აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, – თურქეთმა არასწორად გაიგო თავდაპირველი შეტყობინება და გემების გაგზავნა არ დადასტურებულა. აშშ ხშირად ატყობინებს თურქეთს გემების შავ ზღვაში პოტენციური გაგზავნის შესახებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ამერიკული ხომალდი აუცილებლად შევა შავ ზღვაში, არამედ მხოლოდ უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნებართვა უკვე გაცემული იყო.

რუსეთის საზღვაო ძალებმა 14 აპრილს შავ ზღვაში წვრთნა დაიწყო.

კომენტარები