აშშ-ში გაიყიდა „იესოს კრასოვკების“ პარტია ლანჩში წმიდა წყლით

ამერიკულმა კომპანია MSCHF-მა თავის საიტზე გასაყიდად გამოფინა  ბოტასების Jesus Shoe („იესოს ფეხსაცმელი“) საცდელი პარტია, იუწყება გამოცემა Fox News.

ერთი წყვილის ფასი – 3000 დოლარი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად სიძვირისა, 24-ვე წყვილი რამდენიმე წუთში გაიყიდა.

Jesus Shoes დამზადდა Nike Air Max 97-ის ბაზაზე, რომლის ძირის სპეციალურ ცარიელ სივრცეში ჩაასხეს წმიდა წყალი მდინარე იორდანიდან.

სიახლის თამასები დამშვენებულია ჯვარცმის ფრაგმენტებით, ბოტასის შიგა საფენები მკვეთრი წითელი ფერისაა, რამაც, შემქნელთა ჩანაფიქრით, უნდა გამოიწვიოს რომის პაპის ტრადიციული ფეხსაცმლის ასოციაცია.

გარდა ამისა, ბოტასების გვერდითა ზედაპირზე დიზაინერებმა განათავსეს აბრევიატურა მათეს სახარების ერთ-ერთი თავისა, რომელშიც აღწერილია იესოს წყალზე სიარულის ეპიზოდი.

ფირმა MSCHF, წერს Fox News, აღნიშნავს, რომ კომპანია   Nike-ს არავითარი კავშირი აქვს ამ პროექტთან, ბოტასები კი შეძენილია მაღაზიაში საბაზრო ფასებით.  მომხმარებელს დაპირდნენ, რომ ბოტასებს Jesus Shoes თვის ყოველ მეორე და მეთხე სამშაბათს გამოიტანენ გასაყიდად. მისი შეძენა მომხმარებელს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

წყარო: Foxnews.com

 

კომენტარები