აშშ-ში განაცხადეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ
მრავალჯერ მოკლული და დამარხული მთავარი ტერორისტი ახლა უკვე ნამდვილად მოკლეს. პენტაგონი და ერაყის დაზვერვა ამტკიცებენ, რომ ალ-ბაღდადი მკვდარია.
თვითგამოცხადებული ხალიფა აბუ ბაკრა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ პირველმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ჟურნალმა Newsweek-მა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსა და თეთრი სახლის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. წყაროთა ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმაჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო ოპერაციის ჩატარების ადგილიდან.
Newsweek-მა მკითხველას ასევე მოუთხრო, რომ პანტაგონმა „უმაღლესი თვითდაჯერებულობით“ მოახსენა, რომ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია „ფასეული მიზანი“, რომელიც იყო სწორედ ალ-ბაღდადი. სპეცოპერაცია ჩატარდა შაბათს, 26 ოქტომბერს. საბრძოლო მოქმედებების ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში დაკვირვებას აწარმოებდნენ ამერიკელი სამხედროები. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპერაციის ჩატარების ნება დართო ერთი კვირით ადრე.
ზოგიერთი მონაცემით, პენტაგონმა სპეცოპერაციის ადგილად სირიის პროვინცია იდლიბი დაასახელა. ოპერაციაჩაატარა რაზმმა „დელტა“. ერთი ვერსიით, სახლის შტურმის დროს ტერორისტმა თავი მოიკლა. ოპერაცია მიმდინარეობდა 4 საათის განმავლობაში ორ ეტაპად, მასში ჩართული იყო 8 ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ამერიკელი სამხედროები 90 წუთის განმავლობაში ბომბავდნენ სოფელ ბარიშას მიმდებარე ტერიტორიებს. შემდეგ ვერტმფრენებმა დატოვეს ოპერაციის ადგილი, 30 წუთის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდნენ და გადასხეს დესანტი. განაახლეს დაბომბვა. შედეგად სოფელში ერთი სახლი მთლიანად განადგურდა, დაიწვა რამდენიმე კარავი. ლიკვიდაციის ადგილას ნაპოვნია სამი გვამი, მათ შორის ბავშვის და სამი ქალის. ამავე დროს, ერაყული დაზვერვის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ჩატარება და ალ-ბაღდადის ლიკვიდაცის სიმართლეს შეესაბამება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაცია და ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთს, სირიას, ერაყს და თურქეთს. „ის მოკვდა როგორც ძაღლი და ლაჩარი“, მსოფლიო ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა – განაცხადა პრეზიდენტმა.
წყარო: lenta.ru