აშშ-ში, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე სამსახური სულ 40 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა

გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მისაღებად 2,1 მილიონი მოქალაქე დარეგისტრირდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე სამსახური სულ 40 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა.ეს აშშ-ის სამუშაო ძალის დაახლოებით მეოთხედია.

გასულ თვეში აშშ-ში უმუშევრობის დონემ 15 პროცენტი შეადგინა. ეს „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ში კორონავირუსს 100 000 მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

კომენტარები