აშშ-ში, მოზარდმა ბანკომატის გვერდით 135 ათასი დოლარი იპოვა და მფლობელს

აშშ-ში, ქალაქ ალბუკერკეში მოზარდმა ბანკომატის გვერდით 135 ათასი დოლარი იპოვა. მან  პოლიციას მიმართა. ამ ინფორმაციას ის CNN-ი ავრცელებს. 

19 წლის ხოსე ნუნიეს რომანისი ბაბუასთვის წინდების საყიდლად იყო წასული. მაღაზიაში მისთვის სასურველი პროდუქტი არ იყო. წინდების ონლაინ ყიდვა გადაწყვიტა. ბანკომატთან თანხის ჩასარიცხად მივიდა. აპარატის გვერდით პაკეტი იპოვა, რომელშიც 50 და 20-დოლარიანი კუპიურები იყო მოთავსებული.

ხოსემ  თანხის აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ფული განყოფილებაში წაიღეს. გაარკვიეს, რომ პაკეტი ბანკომატთან ბანკის თანამშრომელს დარჩა, როცა ფულის ბანკომატიდან ტრანპორტირებისთვის ამზადებდა.

ხოსეს  პოლიციაში ასისტენტის თანამდებობა შესთავაზეს, ადგილობრივმა რადიოსადგურმა საფეხბურთო მატჩზე რამდენიმე ბილეთი აჩუქა, რამდენიმე მაღაზიამ  500 და 100-დოლარიანი ვაუჩერები გადასცა.

კომენტარები