„აშშ-ში რუსეთის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება არის სწრაფი, ადეკვატური- ვვარაუდობ, რომ არა უკანასკნელი“ – კონსტანტინ კოსაჩოვი

-„შშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უხეში განცხადებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით აუცილებლად უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ამგვარი განცხადებები მიუღებელია, აუცილებლად გაზრდის დაძაბულობას ჩვენს ქვეყნებს შორის. აშშ-ში რუსეთის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება არის სწრაფი, ადეკვატური და ერთადერთი გონივრული რეაქცია ასეთ ვითარებაში, ვვარაუდობ, – არა უკანასკნელი, ამერიკის მხრიდან განმარტება და ბოდიშის მოხდა თუ  არ მოჰყვება,“- განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა Facebook- ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში განაცხადა, -„პუტინი მკვლელია და ის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო“

 მოსკოვმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.  აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში გამოიძახეს. 

კომენტარები