აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დღე ქვევრის გახსნის ცერემონიით აღნიშნა

აშშ-ში საქართველოს საელჩო წერს:

აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დღე ქვევრის გახსნის ცერემონიით აღნიშნა.

ქვევრი საელჩოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადასცა. ქვევრი ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში დადგეს. ქვევრთან საინფორმაციო დაფა აღიმართა.

სტუმრებს საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიესალმა. მათ საქართველოს უძველესი ღვინის კულტურა გააცნო. სტუმრებს სამასამდე ვაშინგტონელს ქვევრის ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.

სტუმრები  ქართული ნაციონალური ცეკვით აღფრთოვანდნენ.

კომენტარები