აშშ-ში საქართველოს საელჩომ პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პატივსაცემად, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, აშშ-ში საქართველოს საელჩომ მიღება გამართა.
საღამოზე მიწვეულნი იყვნენ აშშ-ის კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მათი ნაწილი ჩართული იყო და ხელს უწყობდა პროცესს, რომელიც კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის გასვლას უკავშირდება.
მიღებაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები