აშშ-ში ქალი დაეხმარა დაკარგულ ბავშვს და მოიგო მილიონი დოლარი

ანე ჩარკოვიჩს ინტუიციამ უკარნახა, რომ ქმნა სიკეთისა მას წარმატებას მოურანდა.
ამერიკელმა ანა ჩარკოვიჩმა და მისმა მეუღლემ ბრაიანმა გზაზე იპოვეს დაკარგული ბავშვი, გადაარჩინეს იგი საბურავებქვეშ მოხვედრას გადატვირთულ ქუჩაში და სახლში მიიყვანეს. ამ კეთილი საქმის შემდეგ ანას ინტუიციამ უკარნახა, რომ გაღებული სიკეთე უკან დაუბრუნდებოდა სიკეთითვე და გადაწყვიტა ეყიდა ლატარიის ბილეთი. ინტუიციამ არ უღალატა ორეგონის მცხოვრებს და ოჯახურმა წყვილმა ერთი მილიონი დოლარი მოიგო.
ჩარკოვიჩების ოჯახი მოგბული ფულის შენახვას აპირებს, ვიდრე მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება არ დასტაბილდება.
„ამჟამად მსოფლიოში უგუნურობა ტრიალებს. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით მოგებულ ფულს“, – ამბობს ბრაიანი.
წყარო: kp.ru

კომენტარები