„აცრა შე­გიძ­ლი­ათ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თა­ნა­ვე“-ჯანმო-ს მეცნიერი

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეც­ნი­ერ­მა, სუ­მია სვა­მი­ნა­თან­მა გა­ნა­ცხა­და:

-„ჯან­მო იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­შინ­ვე აიც­რან, რო­გორც კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი იმუ­ნი­ტეტს იძე­ნენ, თუმ­ცა ეს იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი გან­სხვავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, მსუ­ბუ­ქი ფორ­მით იყა­ვით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თუ მძი­მე ფორ­მით. ბევ­რი კვლე­ვის შე­დე­გად ვი­ცით, – მსუ­ბუ­ქად, უსიმპტო­მოდ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბევრ ადა­მი­ანს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი დონე შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვიძ­ლე­ვით, – იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, აიც­რათ, ვი­ნა­ი­დან ამ შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლის როლს ას­რუ­ლებს.

შე­გიძ­ლი­ათ აიც­რათ მა­შინ­ვე, რო­გორც კი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნე­ბით. არ უნდა გქონ­დეთ არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი და თავს უნდა გრძნობ­დეთ ძა­ლი­ან კარ­გად, რო­დე­საც იც­რე­ბით. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩე­ვენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ 3-6 თვით და­ი­ცა­დონ, ვი­ნა­ი­დან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ წარ­მოქ­მნი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ადა­მი­ანს სულ მცი­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნე­ბი ამას იმის გამო აკე­თე­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი აქვთ.

არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბა ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დეგ 3 ან 6 თვის შემ­დეგ აიც­რან. ეს იმი­ტომ, რომ თქვენ გაქვთ ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სულ მცი­რე, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გი­ცავთ და იმი­ტო­მაც, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ, სთხო­ვენ, 3 ან 6 თვის შემ­დეგ აიც­რან.

სა­მეც­ნი­ე­რო და ბი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, აცრა შე­გიძ­ლი­ათ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თა­ნა­ვე“.

კომენტარები