„მუშაობენ ტროლების ფაბრიკები – ვაქცინაციასთან დაკავშირებით ადამიანებში მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია“ – პაატა იმნაძე

-„კოვიდის პანდემიას ინფოდემიაც მოჰყვა, ამან არა მარტო ჩვენი მოსახლეობის ნაწილზე, არამედ იმ ქვეყნებზეც იმოქმედა, სადაც აცრებისადმი დამოკიდებულება გაცილებით უკეთესი იყო და სკეპტიკოსები გაცილებით ცოტა იყვნენ. რას ვიზამთ?! სამწუხაროდ, ადამიანები ექცევიან ხოლმე კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ. ამაზე პროპაგანდაც მუშაობს, დამტკიცებულიც იყო, ამაზე ტროლების ფაბრიკებიც მუშაობენ, მოსახლეობაში განხეთქილება რომ ჩამოაგდონ. თქვენ ჩემი „ფეისბუქი“ უნდა ნახოთ, რა ამბავია, – მთელი ეს ბაკქანალია ტრიალებს; ზოგი უზრდელობს კიდეც, რას იზამ? –  ადამიანები არიან, ზოგი შეცდომაშია შეყვანილი, ზოგს  დავალება აქვს, რომ ეს გააკეთოს.

უნდა ვეცადოთ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ადამიანებში მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია გავავრცელოთ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

კომენტარები