„აცრილთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა – სიკვდილიანობა ნულისკენ მიდის“

„ასტრაზენეკასა და „ფაიზერის“ ვაქცინით აცრებით, დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობა ნულისკენ მიდის.
გასულ 24 საათში:
– კოვიდით დაიღუპა 10 (ათი) ადამიანი! წინა თვეებში ასობით; 26 იანვარს: 1631.
– 3,400 შემთხვევაა. 5 იანვარს: 60,916.
ყველაზე სწრაფად აცრები ევროპაში დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა:
– 66 მილიონი მოსახლიდან 32 მილიონი ერთჯერ აიცრა, 5 მილიონი – ორჯერ.
– ნახევარი სამეფო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, მეორე ნახევარი „ფაიზერით“.
– საყოველთაო აცრები ივლისის ბოლოს იგეგმება; 50+ მოსახლეობისთვის შუა აპრილში.
– 80+ წლის მოქალაქეთა 50% უკვე აიცრა.
– აცრილთა რაოდენობით, ეს ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
კომენტარები