„აწერენ ხელს და მერე კითხულობენ ტექსტებს. ოპოზიცია სანამ ხელს მოაწერდა, ტექსტი“-გუბაზ სანიკიძე

„ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენელმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:

-„ოპოზიცია სანამ ხელს მოაწერდა, ტექსტი წაეკითხა თავიდან ბოლომდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ დადიოდნენ და მერე გამოდიოდნენ, ამობობდბენ, – დეტალებს ვერ მოგიყვებითო. რა დეტალები ვერ გაარკვიეს? – ტექსტი წაეკითხათ თავიდან ბოლომდე, ახლა რომ კითხულობენ. ეს არის ქართველების ავადმყოფობა, რაღაცებს ისე აწერენ ხელს და მერე კითხულობენ ტექსტებს.

სანამ ჩვენი პარტნიორები აქ ბრძანდებოდნენ, ნებისმიერ პუნქტზე განმარტება უნდა მოეთხოვათ წერილობით მაინც. ოპოზიციონერებს. რამდენჯერ უნდა გადაგვაგდოს ბიძინა ივანიშვილმა. ცრუ კაცია, მატყუარა და გადამგდებია. შენ რომ შვიდჯერ გადაგაგდო და ხელს აწერ ამას, შენ ხომ ბრიყვი გამოდიხარ?!”

შარლ მიშელის შეთანხმებას პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები