აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა -წყარო უცნობია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით:

აჭარაში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა.  ქალი აჭარის მკვიდრი არ არის,  ქობულეთში იყო დასაქმებული. პაციენტის ინფიცირების წყარო დგინდება. მოგზაურობის ისტორია არ აქვს,  არც კარანტინში იმყოფებოდა. მასთან კონტაქტში მყოფი 15 პირი  საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავისურსზე 916 პირი გამოიკვლიეს.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 5 97 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.

კომენტარები