აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა მოეხსნა

აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა მოეხსნა.

„მიმდინარე წელს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით უკვე ისარგებლა 72-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. გათვალისწინებულია  117 სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი“, – განაცხადა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭაძემ.

 

კომენტარები