აჭარაში ნახევარ ტონაზე მეტი საქონლის ხორცი განადგურდა

სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სამსახურმა ნახევარ ტონაზე მეტი საქონლის ხორცი გაანადგურა აჭარაში.
ხორცი შემოწმების გარეშე იყო გატანილი დახლებზე, რაც კანონდარღვევაა და რისკებთანაა დაკავშირებული. შეუმოწმებელი ხორცი ბათუმის ნაგავსაყრელზე, სპეციალურად მოწყობილ ორმოში დამარხეს.
ინსპექტორებმა შეამოწმეს კვების ობიექტები – ჯარიმა, ზარალი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.

კომენტარები