აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე საგანგებო ბიუჯეტი პროექტი  განიხილეს. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა დასახელდა.

აჭარაში ფერმერებს სახელმწიფო ტექნიკური საშუალებებით მომარაგებაში, 2 000 ჰექტარი მიწის დამუშავებაში, საჩითილე მეურნეობებიდან მომარაგებაში დაეხმარება.  ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგროსესხებიც გაიცემა.

„სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით შევთანხმდით, უმაღლეს საბჭოს წარვუდგენთ პროექტს. აჭარაში ყველა გლეხს, ყველა ფერმერს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე პირველადი სასურსათო წარმოების კუთხით. ეს მნიშვნელოვანია შექმნილ გარემოებაში. ჩვენთვის პრიორიტეტია, როგორც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე სურსათის უსაფრთხოება. შესაბამისად, გარდა იმ პროგრამისა, რომელიც დაანონსდა ცენტრალურ დონეზე, შეღავათიანი აგროკრედიტი და ერთ წლიანი კულტურების ხელშეწყობა-თანადაფინანსება, ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან აჭარაში პრაქტიკულად ყველა გლეხსა და ფერმერს მივცემთ შესაძლებლობას, როგორც ხვნა-თესვის, ასევე შემდგომ ადგილობრივი წარმოების კუთხით ჰქონდეთ მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა სახელწიფოს მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საგანგებო ბიუჯეტი, რომელსაც „კოვიდ-19“-ის მართვის ბიუჯეტი უწოდეს, რომელიც  ინფექციასთან ბრძოლის ღონისძიებების, კარანტინის ზონების ფუნქციონირების, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანხის მოძიება განხორციელდა სხვადასხვა ეკონომიის ხარჯზე, მათ შორის 2,5 მილიონი სამთავრობო უწყებების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით.

რეგიონის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ივნისში განიხილება

კომენტარები